ინტერტრანსი მგზავრებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს

2020-10-21 18:28:33

კომპანია „ინტერტრანსი“ მგზავრებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს ექნება უფლება, მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ცნობისთვის,  „კოვიდ -19“-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე, კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას.  ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას.

„ინტერტრანსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.