რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცხელების ზონის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტებისთვის კორონავირუსზე აღებული 9 ტესტიდან 9-ვე უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდ19 არცერთს არ დადასტურებია.
29 აგვისტოს შემდეგ დღემდე რუსთავში კორონავირუსული ინფექციის სულ 256 შემთხვევა გამოვლენილი, აქედან 150-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.