საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდ19--ის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.
იხილეთ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 469, აჭარაში - 360, იმერეთში - 99, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 73, შიდა ქართლში - 15, ქვემო ქართლში - 78, გურიაში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 14, კახეთში - 46.