რუსთავის კლინიკაში ექიმს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-10-19 00:36:09

რუსთავის მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრში კოვიდ19-ის შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავიდინფიცირებული კლინიკაში დასაქმებული ექიმია.

დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა კაპანაძის ინფორმაციით, ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში ბოლოს 13 ოქტომბერს იმყოფებოდა.

როგორც მანანა კაპანაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კლინიკიდან 8 ექიმი, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან ირიბ და პირდაპირ კონტაქტში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

კაპანაძის განცხადებით, მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაობი სისტემატიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს პაციენტების მიღებას.