რუსთავის ცხელების ზონაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ მიაწოდა.
ბახტაძის განცხადებით, 3 პაციენტი ცხელების ზონაში თბილისიდან შეიყვანეს.
ინფიცირებულები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში უკვე მოათავსეს.