მეგობრობს თუ არა დავით კირკიტაძე ნინო ლაცაბიძის ოჯახთან და რით არის განპირობებული ის, რომ ისინი ერთმანეთზე უარყოფით კონტექსტში პირდაპირ არ საუბრობენ. ამ საკითზე დავით კირკიტაძემ ინფო რუსთავთან ისაუბრა.
"რათქმაუნდა ერთ ერთი ფაქტორი არის მეგობრობული კავშირები", - ასე პასუხობს დავით კირკიტაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ აკრიტიკებს პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე კიდევ ერთხელ მოერიდა ნინო ლაცაბიძის კრიტიკას და ჟურნალისტ სოფო ცერცვაძესთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ოცნების კანდიდატს არ აკრიტიკებს, არის მეგობრული ურთიერთობები მის ოჯახთან.
"რათქმაუნდა ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. ნინო ლაცაბიძის ოჯახს ვიცნობ კარგად, მამას ვიცნობდი ძალიან კარგად, მეუღლეს ვიცნობ კარგად. ნინოს წარმატებებს ვუსურვებ პირად ცხოვრებაში და ბედნიერებას", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კირკიტაძის თქმით, პატრია ქართულ ოცნებაში მეგობრები არა, მაგრამ კარგი ნაცნობები ჰყავს.