რუსთავის ცხელების ზონაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.
რაზმაძის განცხადებით, 4-ვე პაციენტი "თუთარჩელას" მომღერლებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
"ზოგი ოჯახის წევრია, ზოგი ნათესავი, ზოგი მეგობარი. 30-დან 60 წლამდე არიან ეს ადამიანები", - აცხადებს მაია რაზმაძე.
ინფიცირებულები რუსთავიდან თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.