გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში მაღაზია გაქურდეს. [ვიდეო/video]
მაღაზიის მეპატრონის თქმით, დილით, ადგილზე მისულს, მაღაზიის კედელი დანგრეული დახვდა, ძვირადღირებული პროდუქტი კი მოპარული.
სათვალთვალო კამერებში ჩანს რომ 2 შენიღბული მამაკაცი მაღაზიაში აღწევს და რამდენიმე წამში პროდუქტები გააქვთ.
მაღაზიის მეპატრონებ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები შეიკრიბნენ და ქურდობის ფაქტს აპროტესტებდნენ, მათი თქმით ბოლო 3 დღეში 3 მაღაზია გაქურდეს.