რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ "თუთარჩელაში" კოვიდ19-ით, საერთო ჯამში, უკვე 30 ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ მიაწოდა.
ბუაძის თქმით, ამ დროისთვის 30-ვე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ინფირმაციით, ინფიცირებულებიდან 2 მომღერალი ბინაზე მკურნალობს, დანარჩენები კი კოვიდმიმღებ სასტუმროებში და კლინიკებში არიან გადანაწილებული.
ანსამბლიდან თვითიზოლაციაში 4 ახალგაზრდა რჩება.
შეგახსენებთ, ვირუსი თავდაპირველად 7 ოქტომბერს, მომღერალთა გუნდ "თუთარჩელას" 3 წევრს დაუდასტურდა.