13-14 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 ოქტომბერი +24°C, 14 ოქტომბერი +25°C, 15 ოქტომბერი +26°C, 16 ოქტომბერი +25°C.