რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდება

2020-10-12 12:37:56

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

ელ.ენერგია არ მიეწოდება ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩებს.

როგორ ინფო რუსთავს კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, ამის მიზეზი ფიდერის დაზიანებაა.

მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და ელექტრო ენერგიის მიწოდება ნახევარ საათში აღდგება.