რუსთავში, ლეონიძის ახლადრეაბილიტირებულ სკვერს "რუსთავსერვის ცენტრის" დაცვის სამსახური აკონტროლებს. ამ ეტაპზე, პარკში დაცვის სამსახურის 2 თანამშრომელი მორიგეობს. სავარაუდოდ, ეს რიცხვი უახლოეს მომავალში გაიზრდება.
როგორც "ინფო რუსთავს" დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, ისინი სკვერის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ვანდალური ფაქტების თავიდან არიდებას უზრუნველყოფენ.
"ვაკონტროლებთ ბავშვები არ აძვრნენ სიმაღლეებზე, როცა პარკში ბავშვები სეირნობენ, ველოსიპედით იმოძრაონ მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში, ასევე არ იმოძრაონ მაღალი სიჩქარით. ცხოველები ასეირნონ ალიკაპით, თუ არა გადაინაცვლონ ცხოველებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. ასევე, არ დაანაგვიანონ ტერიტორია. ლუდის დალევა იკრძალება აქ და ამას ვაქცევთ ყურადღებას, ასევე ვაკონტროლებთ, რომ ჩხუბი არ მოხდეს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დაცვის თანამშრომელმა.
დაცვის თანამშრომლების თქმით, მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში მათ მითითებებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებს.