რუსთავში, 7 ლოკაციაზე 14 სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდება. კამერების დამონტაჟება პროექტ "უსაფრთხო ქალაქის" ფარგლებში ხორციელდება. [ვიდეო/video]
კამერები, პირველ ეტაპზე, რუსთავში არსებულ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსდება. ვებგვერდ WEBCAMERA.GE-ზე კი ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, პირდაპირი ეთერის რეჟიმში ნახოს, რა ხდება იმ ლოკაციაზე, სადაც კამერა განთავსდა.
პროექტი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივითა და საზოგადოება "რუსთაველების" მხარდაჭერით ხორციელდება.
თავშეყრის ადგილებში კამერების დამონტაჟება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის პრევენციასა და ვანდალური ფაქტების თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.
WEBCAMERA.GE-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება პერსონალური მონაცემების სრული დაცვით ხდება.