"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებს, მერიის დავალებით, ურეკავენ და მათი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ აზრს ეკითხებიან. ამის შესახებ განცხადება კირკიტაძემ "ინფო რუსთავის" გადაცემაში გააკეთა.
ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მას ამის დამადასტურებელი ფაქტები აქვს.
"ასეთი სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა, რომ ბაღის მენეჯერებმა მასწავლებლებს და აღმზრდელებს დააწყებინეს რეკვა მშობლებთან. დავალება მიიღეს ბაღების მენეჯერებმა რუსთავის მერიიდან, რომ დაერეკათ ყველა ბავშვის მშობელთან და ეკითხათ მათი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ვინც დაუსახელებდა ქართულ ოცნებას მოენიშნათ, ვინც პასუხად ეტყოდა უარს ან ნაციონალურ მოძრაობას, ჩაენიშნათ იმათი ნომრები. მე მაქვს ამის ფაქტები. ამას მომიყვნენ ისინი, ვისაც ეს დავალება უშუალოდ მისცეს", - განაცხადა კირკიტაძემ.
საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა, სადაც კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.