რუსთავის ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ "თუთარჩელას" 3 წევრი კორონავირსული ინფექციითაა ინფიცირებული.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ანსაბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის მთელი ანსამბლი, 32 წევრი, თვითიზოლაციაშია გადასული.
ბუაძის თქმით, ფოლკლორის მე-2 სამუსიკო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავსი 29 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსული ინფექციის 80-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 45-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.