რუსთავში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
29 აგვისტოს შემდეგ ქალაქში ვირუსის 80-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 45-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.