რუსთავის ცხელების ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთი ინფიცირებული 65 წლის ქალია წალკიდან და ის მანამდე ინფიცირებულთან კონტაქტით დაავადდა.
ხოლო მეორე პაციენტი რუსთაველი 30 წლამდე გოგოა და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.