ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდა თელავის ცენტრში.
"მერსედერსის" მარკის ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა და ამობრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში დედა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულან.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დაჯარიმდა.