რუსთავში შსს-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

2020-10-03 23:56:36

რუსთავში შსს-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შსს-ს თანამშრომელს კორონავირუსი გეგმიური ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა.

პაციენტი ამ დროისთვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა და დაგდენა.

შეგახსენებთ რომ 29 აგვოსტოდან დღემდე, რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 66 შემთხვევა დაფიქსირდა, 35 პირი კი უკვე გამოჯანმრთელდა.