მარნეულის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა

2020-10-03 13:17:05

მარნეულის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ყულარის თემის წარმომადგენელმა ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განუცხადა.

ენმ-ს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანიდატის თქმით, გასანოვმა გადაწყვეტილება მარნეულში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო.

"გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ნახა ძალადობრივი ქმედება ქართული ოცნების", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.