რუსთავში საარჩევნო უბნები გაიხსნა

2020-10-02 18:56:32

2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის რუსთავში 84 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა ქალაქში უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც საარჩევნო უბნების დაკომპლექტება მოხდა. უბნებში აირჩიეს თავმჯდომარეები, მდივანები და მოადგილეეები.

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაზა აფციაურის განცხადებით, კომისიების დაკომპლექტების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ოლქიდან არანაირი საჩივარი არ შესულა.

აფციაურის განცხადებითვე, ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, უბნებში გამოკრეულია საჯარო სიები. ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებმა რუსთავში ამომრჩეველთა მონაცემების ბარათებისა და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყეს. მათი საშუალებით ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩევნებისა და მათი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. კანონმდებლობის მიხედვით, უბნების არჩევნებამდე 30 დღით ადრე უნდა გაიხსნას.