რუსთავში კორონავირუსული ინფექცია დედა-შვილს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთვს” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.
როგორც საინფორმაციო სააგნეტოს ცენტრში განუცხადეს, დედა-შვილს ჰოქნდა კონტაქტი პირთან, რომელსაც შემდეგში კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ ახალი კონტაქტების წრე არ უფიქსირდებათ.
კოვიდინფიცირებული დედა-შვილი თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.