დასუფთავების სამუშაოები რუსთავში

2020-10-02 11:14:36

რუსთავსერვის ცენტრი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ რეკრეაციულ ადგილებს, პარკებსა და სკვერებს ასუფთავებს. სამუშაოები ამ ეტაპზე ბათუმის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ფოთლებისგან და ბალახისგან ასუფთავებენ.

"რუსთავსერვის ცენტრი" მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.