ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე [video]

2020-10-01 23:37:13

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გაჩიანი-თბილისის გზაზე, სოფელ აღთაკლიასთან. [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, "ოპელი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, არხში ჩავარდა და ბეტონის ელ.სადენების ბოძებს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ბეტონის ბოძები ძირში გადატყდა და ავტომობილის სახურავზე დაეცა.

ავარიის დროს ავრომობილში 2 პირი იმყოფებოდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დაშავებულები რუსთავში, "კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.