სექტემბრის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის მასშტაბით და მის მიმდებარედ მომხდარი 7 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.
სექტემბერში, ყველაზე მეტი, 7-დან 5 ავარია, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევა გასულ თვეში მოხდა ბათუმისა და ქაშაკაშვილის ქუჩების კვეთაზე, ასევე რუსთაველის ქუჩაზე. სწორედ რუსთაველზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 16 წლის გოგონას სიცოცხლე.
"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა, სექტემბრის თვეში, გასულ თვეებთან შედარებით, საგრძნობლადაა შემცირებული. საინფორმაციო სააგენტომ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა აწარმოა ივნისის თვეში, ივნისში "ინფო რუსთავის" ობიექტივში მოხვედრილი 18 ავარია ფიქსირდებოდა.