რუსთაველი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს

2020-09-29 12:31:05

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ხატია დევსურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გოგონას სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"როცა შემოიყვანეს კლინიკაში, მათგან ორი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, აქედან ერთ-ერთი იყო ეს გოგონა. 33-ე დღეს დატოვა კლინიკა. სამივეს ჰქონდა მძიმე ტრავმული დაზიანება ძვალ-სახსროვანი სისტემის. საბედნიეროდ, სამივე გადარჩა, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დასჭირდებათ, მაგრამ გამოჯანმრთელებულები წავიდნენ კლინიკიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი სწორედ რუსთაველი ხატია დევსურიშვილის დაა.