ბაღებში სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწია

2020-09-28 12:01:10

საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრის ნაცვლად 12 ოქტომბერს დაიწყება. ამის შესახებ განაცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.