2020-09-27 00:35:23
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ორთაჭალა-ფონიჭალას გზის მონაკვეთზე, "ჰონდა"-ს მარკის მძღოლს ნაწვიმარზე სავარაუდოდ ავტომობილი მოუცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ავტომობილში რუსთაველები იმყოფებოდნენ, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი. ოთხივე პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულების მეგობრების თქმით ავტომობილში მსხდომებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.