რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-09-26 12:21:49

რუსთავში ფალიაშვილის რამდენიმე ბინასა და და მეგობრობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

როგორ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ინფო რუსთავს განუცხადეს, ელექტრო ენერგიის შეწყვეტის მიზეზი "რუსთავი წყალის" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობია.

"რუსთავის წყალი ატარებს სამუშაოებს და ენერგო პრო ჯორჯია იძულებულია, რომ უსაფრთხოების მიზნით, დროებით, წყალკანალთან შეთანხმებით შეზღუდოს ელექტრო ენერგიის მიწოდება ფალიაშვილის  2 ბინაზე და მეგობრობის გამზირის მცირე ნაწილისთვის",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" კომპანიაში.

როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებს, ელექტრო ენერგია მაქსიმუმ 2 საათით არის შეზღუდული.

ელექტრო ენერგიის შეზღუდვასთან დაკავაშირებით კომპანიას განცხადება არ გაუვრცელებია.