2020-09-25 22:39:53
26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 სექტემბერი +27°C, 27 სექტემბერი +28°C, 28 სექტემბერი +26°C, 29 სექტემბერი +24°C.