2020-09-25 11:45:37
რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტის კონტაქტების მოძიების მიზნით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
კოვიდინფიცირებული შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში, შესაბამის სამედიინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 265-ით გაიზარდა და 4664 გახდა.