მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება

2020-09-24 11:39:39

რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

წლების განმავლობაში რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყო სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და რუსთავის დაცვას დატბორვისგან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.