2020-09-23 17:33:02
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთმანეთს "ფოლცვაგენი"-სა და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავარია ბათუმისა და ქაშაკაშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.