ლარი გაუფასურებას განაგრძობს

2020-09-22 20:43:56

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 5 პუნქტით გაუფასურდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3.27 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 3.25 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ოფიციალური მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია.