ადევნებისა და ცემის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ძველ რუსთავში, 55 წლამდე კაცი, 45 წლამდე ქალს სისტემატიურად უთვალთვალებდა.
ერთერთი თვალთვალის დროს მამაკაცი ქალს აედევნა.
ქალმა შეამჩნია რომ მას უკან მამაკაცი მისდევდა, გაჩერდა და მასთან საუბარი სცადა.
მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება რაც შემდეგში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ქალის ცემით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მამაკაცის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცსა და ქალს ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ.