რუსთავში #2 და #18 ავტობუსები გაუქმდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებაზე გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.
საკითხთან დაკავშირებით, დღევანდელ სხდომაზე მომხსენებელი რუსთავის მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლავა იყო. მისი განცხადებით, #2 და #18 ავტობუსები, მგზავრთნაკადის შემცირების გამო, წლებია არ მოძრაობს დადგენილ მარშრუტზე.
„შემოვდივართ წინადადებით, მოხდეს დადგენილებაში ცვლილება და გაუქმდეს აღნიშნულ მარშრუტზე 2 და 18 ნომრის ავტობუსების მოძრაობა“ - განაცხადა ნინო ნიკოლავამ.
ცვლილებების განხორცილების თაობაზე დეპუტატებმა იმსჯელეს და კენჭისყრის შედეგად, დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა.