ამინდი გაუარესდება

2020-09-21 01:12:17

21 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 21 სექტემბერი +21°C, 22 სექტემბერი +25°C, 23 სექტემბერი +21°C, 25 სექტემბერი +28°C.