რუსთავში ბოლო 24 საათში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორონავირუსი 5 წლის ბავშვსა და მის მამას დაუდასტურდა.
ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ავერსის კლინიკის კლასტერს განეკუთნებიან. მათი ინფიცირება მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად მოხდა.
ამ დროისთვის უცნობია მე-3 პაციენტის ინფიცირების წყარო. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის თქმით, წყაროსა და კონტაქტების დასადგენად მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
29 აგვისტოს შემდეგ რუსთავში კორონავირუსული ინფექციით ინფიცრების სულ 44 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელებაა.