მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ქარელთან.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, ამობრუნდა და ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა.
როგორც ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ფოტო: მთავარი არხი