რუსთავში, ბარ "ვალჰალასთან" სამი სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სახანძრო ეკიპაჟების გამოძახების მიზეზი ბარის სამზარეულოში ძლიერი დაკვამლიანება გახდა.
ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშვებულა.