დაბინძურებული სკვერი, რომელიც ჯერ არ გახსნილა [photo]

2020-09-18 10:35:14

რუსთავში ლეონიძის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა დამსვენებლების სიმრავლე ყოველ საღამოს შესამჩნევია.

"ინფო რუსთავის" ფეისბუქ ჯგუფში რუსთაველებმა პარკში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნეს, სადაც ასახულია დანაგვიანებული სკვერის ტერიტორია.

ისინი რუსთავის მერიას პარკის ტერიტორიაზე დაცვის სამსახურის თანამშრომლების განთავსებას სთხოვენ, რათა სკვერში წესრიგის დაცვა მოხდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავთან" კომენტარი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც გააკეთა.

მერის განცხადებით, პარკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების კონტროლის მიზნით დაცვის სამსახური განთავსდება.

"რეკრეაციული სივრცეები და ინფრასტრუქტურული პროექტები  იქმნება ადამიანებისთვის, რომლებმაც უნდა გამოიყენონ და ისარგებლონ. კონკრეტულად ლეონიძის სკვერზე მაქვს საუბარი და სივრცეებიდან გამომდინარე ნახავთ, რომ უფრო მეტი არის ახალგაზრდებისთის.

ვფიქრობ, რომ ამას ყგველაფერს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება და, ალბათ, თითოეული მოზარდის საქციელი გამომდინარე რომ უნდა გამოიყენოს სეპარირების ურნები და უნდა ვისწავლოთ ამ ნარჩენების მართვაც კარგი მაგალითი უნდა იყოს მომავლი თაობისთვის, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ახლად რეაბილიტირებულ პარკს.

აქ განთავსდება დაცვის სამსახური და მოახდენს უსაფრთხოების გაკონტროლებას. დაკომპლექტდა როგორც დასუფთავების, ის მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის კუთხით რამდენიმე ჯგუფი",- განუცხადა ინფო რუსთავს ირაკლი ტაბაღუამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები