2020-09-16 11:04:23
    
		
		
			გარდაბანის მე-3-ე საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი იყო.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში იყო.
შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუირება განხრციელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. 
ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.