კოვიდ19 რუსთაველ ექიმს დაუდასტურდა

2020-09-15 10:49:14

კორონავირუსი რუსთაველ ექიმს დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით ექიმი "ავერსის" კლინიკის კლასტერს განეკუთვნება. ვირუსი მანამდე მის მეუღლეს დაუდასტურდა რის შემდეგაც მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

პაციენტი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში, კორონავირუსის უკვე 36 შემთხვევაა დადასტურებული.