რუსთავში ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა

2020-09-14 11:46:26

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა, რამაც კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.