მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-09-15 00:17:13

15 სექტემბერს გვიან საღამოდან 16 სექტემბრის დილამდე და 16  სექტემბერს გვიან საღამოდან  17 სექტემბრის დილამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

15 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა,  ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 15 სექტემბერი +32°C, 16 სექტემბერი +29°C, 17 სექტემბერი +24°C, 18 სექტემბერი +29°C.