რუსთავში განახლებული დანადგარით ზებრა გადასასვლელების დახაზვა მიმდინარეობს.
სამუშაოები ახალი რუსთავიდან დაიწყო. ამ ეტაპზე რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ძველ რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მუშაობენ.
პირველ ეტაპზე, ზებრა გადასასვლელები რუსთავის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხაზა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელების დახაზვა სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.
სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" აწარმოებს.