რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა

2020-09-13 00:34:35

რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვალა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, 43 წლის კაცი მეგობრებთან სტუმრად იმყოფებოდა რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ბინაში 3-4 პირი იყო, მათ სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.