ავარიის დროს დაშავებული რუსთაველის მდგომარეობა

2020-09-12 14:39:11

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული რუსთაველი გოგონა ელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა.

ლევან რატიანის თქმით, ხატია დევსურაშვილი უგონო მდგომარეობაში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გონს კი 7 სექტემბერს.

"აპარატიდან მოხსნილია, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კარგად იყოს. წინ გართულებები გველის, მაგრამ  გვაქვს იმედი, რომ ლიკვიდაციას მოვახდენთ", - აცახდებს ლევან რატიანი.

რატიანის თქმით, ახალგაზრდა რუსთაველი გოგონა კონტაქტურია.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი სწორედ რუსთაველი ხატია დევსურიშვილის დაა, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს.