რუსთავში კორონავირუსი დიასახლისს დაუდასტურდა

2020-09-12 12:07:39

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, შუახნის ქალის დაინფიცირების წყარო უცნობია.

50 წლამდე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რუსთავის ცხელების ზონაში დღეს დაუდასტურდა, დიასახლისია და მისთვის უცნობია, რა გზით გადაედო ვირუსი. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ქალს არც აჭარაში მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება.

ამ დროისთვის, მიდმინარეობს ღრმა ეპიდკვლევა პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების წრის  მოკლვევის მიზნით. გარდა ამისა, შესაბამისი კვლევები უტარდებათ ქალის მეუღლესა და მის დას.  

შეგახსენებთ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 50 წლამდე ქალმა რუსთავის ცხელების ზონას მიმართა და მას ინფიცირება დღეს, გამთენიისას დაუდასტურდა. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.