მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-09-12 00:07:13

12-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. 12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა  და მთაში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა,  ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 სექტემბერი +32°C, 13 სექტემბერი +32°C, 14 სექტემბერი +32°C, 15 სექტემბერი +34°C.